ალტე უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი, გიორგი თაყაძე, ორთვიანი სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება The University of Texas at Dallas-ში, Dallas, Texas, United States.
ვიზიტი ხორციელდება International Education Center-ის საგრანტო პროგრამის „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 2025–2026 II“ მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკვლევარის პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო აკადემიურ გარემოში.
სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ფარგლებში, გიორგი თაყაძე მუშაობს Space Science Laboratory, UT Dallas-ში, სადაც თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, იკვლევს კოსმოსური სხივების ნეიტრონულ მონაცემებში, სწრაფ ტრანზიტულ მოვლენებსა და მათ მოდელირებას. კვლევა ეფუძნება მანქანური სწავლებისა და მონაცემთა ანალიზის თანამედროვე მიდგომებს, მათ შორის HAVOK method - ს.
კვლევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრძელვადიანი მონაცემების დამუშავებასა და პროგნოზირებას, მათი კოსმოსური ამინდის პარამეტრებთან ინტეგრაციას, ასევე Forbush Decrease მოვლენების ანალიზსა და პროგნოზირების მოდელების ტესტირებას.
კვლევის შედეგების წარდგენა დაგეგმილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე Ultrafast Phenomena 2026, ხოლო შემდგომ - მათი გამოქვეყნება საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში.
ალტე უნივერსიტეტი გიორგი თაყაძეს წარმატებებს უსურვებს როგორც მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ისე მის შემდგომ პროფესიულ განვითარებაში.
