ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, გიორგი ხაჩიაშვილი, გაცვლითი პროგრამით იტალიაში, ქალაქ რომში, Università degli studi di Roma Tor Vergata-ში გაემგზავრა.
გიორგიმ წარმატებით გაიარა გაცვლითი პროგრამის შიდა კონკურსის ყველა ეტაპი და საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად სწავლა იტალიაში გააგრძელა
„ალტე უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, მიმეღო საერთაშორისო გამოცდილება და გადამედგა ახალი ნაბიჯი ჩემს აკადემიურ გზაზე.
ეს 6 თვე ჩემთვის თავგადასავლებითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე აღმოჩნდა. განსხვავებულმა აკადემიურმა გარემომ, სასწავლო სტრუქტურამ და სხვა საინტერესო გამოწვევებმა მომცეს შესაძლებლობა, აღმომეჩინა საკუთარ თავში ახალი უნარები და მიმეღო სიღრმისეული ცოდნა ჩემს სფეროში.
მთელი პროცესის განმავლობაში მუდმივად ვგრძნობდი ალტე უნივერსიტეტის მხარდაჭერასა და თანადგომას.
დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე გამომადგება.“
- გიორგი ხაჩიაშვილი
ალტე უნივერსიტეტი 50+ საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში, სტუდენტებსა და პერსონალს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროექტებში, საზაფხულო და ზამთრის სკოლებში, საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში.
