ალტე უნივერსიტეტს და საქართველოს საბანკო ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ჩატარდა ღია სემინარი გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე - „ESG გამოწვევები და შესაძლებლობები განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე“.
სემინარის ემსახურებოდა ESG მიმართულებით ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას და მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტები (მაგ. მწვანე, სოციალური და მდგრადი სესხები), გამოყენებული მეთოდოლოგიები და ჩარჩოები ESG-ის გადაწყვეტილებებში ინტეგრაციისთვის, ძირითადი გლობალური ინიციატივები, პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის და ინიციატივების პრინციპები, ESG-სთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების საკითხები და ESG მარეგულირებელი გარემო საქართველოში და განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე.
ღონისძიებას უძღვებოდა ლევან გოგოლაძე - ESG და მდგრადი დაფინანსების პროექტების კოორდინატორი საქართველოს საბანკო ასოციაციაში.
ღონისძიების ბოლოს მოეწყო გამოკითხვა Kahoot! პლატფორმის მეშვეობით.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ საჩუქრები, თითოეულმა მონაწილემ სახელობითი სერტიფიკატი მიიღო.
