Flag 0Flag 1
logo

მაისი 17, 2023

Georgia-NATO IllumiNATOrs

ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO PDD) მხარდაჭერით 19 მაისიდან წარმოგიდგენთ პროექტს, „Georgia-NATO IllumiNATOrs“.

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები შეძლებენ გაიარონ 10 სემინარისგან შემდგარი პროგრამა, რის ფარგლებშიც, ისინი გაეცნობიან ნატოს როლს, რუსული საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის მექანიზმებს. გადამოწმებული ინფორმაცია დაეხმარებათ მათ, ჩამოიყალიბონ სწორი პოზიციები.  პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რუსეთიდან მომდინარე ნარატივების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციური არჩევანს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ნატოში.

სემინარებზე მიღებული სანდო ინფორმაციის საფუძველზე, ექსპერტების ჩართულობით, პროექტის მონაწილეები მოამზადებენ ინფორმაციულ ვიდეორგოლებს, რომლებიც გავრცელდება სოციალური მედიის საშუალებებით.

მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.