Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივნისი 09, 2025 (16 : 00)

Generative AI - შეხვედრა ლელა მაჩაიძესთან

Women in Tech Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში, სტუდენტებისთვისა და დაინტერესებულ პირებისათვის კიდევ ერთ ONLINE შეხვედრა, თემაზე: „Generative AI (GenAI)“, ჩატარდა. 

 

 

შეხვედრას ლელა მაჩაიძე - MIT-ის და ოქსფორდის AI პროგრამების კურსდამთავრებული, უძღვებოდა. ლელა ამავდროულად პროექტების მართვის ოფისის (PMO) მენეჯერი და ტექნიკური პროექტების მენეჯერი; სერტიფიცირებული PMP, PMI-ACP და BRMP პროფესიონალი; PMI-ის თბილისის ფილიალის თანადამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტია. 

 

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ და ეთიკურ გამოყენებას, მათ შორის ChatGPT, Claude, Perplexity და სხვა. ლელამ ასევე, ისაუბრა 2025 წლის ყველაზე ტრენდულ და უფასო პლატფორმებზე და სტუდენტებს მათი სწავლის პროცესში გამოყენების გზები გააცნო.

Generative AI  - შეხვედრა ლელა მაჩაიძესთანGenerative AI  - შეხვედრა ლელა მაჩაიძესთან