- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია გაყიდვების მენეჯერებისთვის, ორგანიზაციის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში.
- კურსის მიმოხილვა
სასწავლო კურსი უზრუნველყოფს მონაწილეთა სწორი თვითშეფასების ჩამოყალიბებას გაყიდვებში და მოლაპარაკებებში, გაყიდვებისა და მოლაპარაკებებისადმი დადებითი დამოკიდებულების ზრდას, ეფექტური გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ტექნიკების დახვეწას. მონაწილეები დაეუფლებიან გაყიდვების ეტაპების თითოეულ საფეხურს და გაიუმჯობესებენ კლიენტებთან მოლაპარაკების/ურთიერთობის უნარს.
კურსი მონაწილეებს დაეხმარება გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, ასევე, ვერბალური და არავერბალური დადებითი კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.
- ტრენერი
თამარ კანაშვილი - ტრენერ-კონსულტანტი, ასოცირებული პროფესორი, ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მას აქვს 15+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ტრენინგ ინდუსტრიაში, 1000-ზე მეტი ჩატარებული ტრენინგი საჯარო და კერძო სექტორში. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 16 საკონტაქტო საათს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
