Flag 0Flag 1

ოქტომბერი 02, 2026

გაცვლითი პროგრამები ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების შიდა შერჩევას Erasmus+ და ორმხრივი (ბილატერალური) გაცვლითი პროგრამებისთვის 2027 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
 

  • Erasmus+ პროგრამა ითვალისწინებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის სწავლის საფასურის, ყოველთვიური სტიპენდიისა და მგზავრობის ხარჯების დაფინანსებას.
  • ბილატერალური გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის მიერ საცხოვრებლის ან მგზავრობის ხარჯების ნაწილის დაფარვას. ამასთან, ალტე უნივერსიტეტმა შესაძლოა განიხილოს სტუდენტისთვის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა.
     

ხელმისაწვდომი გაცვლითი შესაძლებლობები
 

შერჩევა ცხადდება 6 პარტნიორ უნივერსიტეტში:
 

პროგრამის ტიპი: ორმხრივი (ბილატერალური) გაცვლა (სწავლისა და კამპუსში ცხოვრების ხარჯები დაფინანსებულია)
ადგილების რაოდენობა: 2
სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება 
 

პროგრამის ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსებით)
ადგილების რაოდენობა: 3
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესი, IT

 

პროგრამის ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სასწავლო მიმართულება: მედიცინა

 

პროგრამის ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სასწავლო მიმართულებები: IT, ბიზნესი, ტურიზმი

 

პროგრამის ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, მედიცინა, კომპიუტერული მეცნიერებები

 

პროგრამის ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსებით)
ადგილების რაოდენობა: 3
სასწავლო მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერებები, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა


განაცხადის წარდგენის ვადები და შერჩევის ეტაპები
 

  • 18 ოქტომბერი 2026 - შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.ფორმაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ალტე უნივერსიტეტის ელფოსტის ანგარიშით ავტორიზაციის შემთხვევაში.
  • 19–20 ოქტომბერი 2026 - განაცხადების პირველადი გადარჩევა (დაშვების კრიტერიუმების შემოწმება)
  • 21 ოქტომბერი 2026 - ინგლისური ენის ცოდნის დონის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში
  • 22–23 ოქტომბერი 2026 - გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან. გასაუბრებაზე მოწვეულ იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
  • 26 ოქტომბერი 2026 - კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება


ალტე უნივერსიტეტის მიერ გაცვლით პროგრამაზე ნომინირებულმა კანდიდატმა ასევე უნდა მიიღოს მასპინძელი უნივერსიტეტის თანხმობა. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ კანდიდატის დამტკიცების შემდეგ, სტუდენტი ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ამზადებს Learning Agreement ს, რომელშიც განისაზღვრება გაცვლითი სემესტრის განმავლობაში გასავლელი სასწავლო კურსები და შესაბამისი ECTS კრედიტები. აღნიშნული დოკუმენტი ხელს უწყობს საზღვარგარეთ მიღებული კრედიტების აღიარებას სტუდენტის საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
 

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
 

განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ბაკალავრიატის ან ერთსაფეხურიანი მედიცინის/სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტს 2027 წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე დაგროვილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 ECTS კრედიტი. მაგისტრატურის სტუდენტს - მინიმუმ 30 ECTS კრედიტი;
  • 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი არ უნდა იყოს სტუდენტის შესაბამისი საფეხურის სწავლის ბოლო სემესტრი;
  • სტუდენტის მინიმალური GPA უნდა იყოს 2.5.
     

სავალდებულო სააპლიკაციო დოკუმენტები
 

დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და PDF ფორმატში:
 

  • 1 სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი სკოლის აკადემიური პერსონალის წევრისგან;
  • სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
  • CV / რეზიუმე;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • ნიშნების ფურცელი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B1 CEFR-ის მიხედვით).


ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია:
 

  • ინგლისური ენის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატით;
  • ალტე უნივერსიტეტში ინგლისური ენის კურსების მინიმუმ B1.2 დონეზე წარმატებით დასრულებით;
  • ინგლისურ ენაზე ჩატარებული არანაკლებ 20 ECTS  კრედიტის მოცულობის სასწავლო კურსების წარმატებით დასრულებით; ან
  • ალტე უნივერსიტეტის შიდა ინგლისური ენის ტესტის წარმატებით ჩაბარებით.


შეფასების კრიტერიუმები - 100 ქულა

  • აკადემიური მოსწრება - 25 ქულა
  • CV / რეზიუმე - 15 ქულა
  • მოტივაცია - 10 ქულა
  • სარეკომენდაციო წერილი - 10 ქულა
  • ენის ცოდნა - 20 ქულა
  • გასაუბრება - 20 ქულა


თანაბარი შესაძლებლობები

გაცვლითი პროგრამები, მათ შორის Erasmus+ პროგრამები, ეფუძნება ინკლუზიურობისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებს. შერჩევის პროცესში დაუშვებელია დისკრიმინაცია გენდერის, რასის, კანის ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.
 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:

ელფოსტა: international@alte.edu.ge

gatsvliti-programebi-alte-universitetis-studentebistvis