Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მაისი 11, 2026

გაცვლითი პროგრამა სამხრეთ კორეაში

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა შერჩევას Chungnam National University-ში 2026 წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროგრამა, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და განივითარონ ინტერკულტურული უნარები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლით.

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • შესაბამისი სკოლის აკადემიური პერსონალის მიერ გაცემული ერთი რეკომენდაციის წერილი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • რეზიუმე (CV);
  • აკადემიური მოსწრების შესახებ ცნობა (ნიშნების ფურცელი);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B1 დონე, CEFR).

 

ინგლისური ენის დონის დადასტურება შესაძლებელია როგორც საერთაშორისო სერტიფიკატით (IELTS, TOEFL), ასევე ალტე უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის კურსით (მინიმუმ B1.2 დონე).

 

Chungnam National University-ში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში:

  • 3 სტუდენტი მიიღებს ალტე უნივერსიტეტის სრულ დაფინანსებას, რაც მოიცავს საცხოვრებელსა და კვებას, ხოლო სტუდენტი დაფარავს მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯებს;
  • 2 სტუდენტი მიიღებს ნაწილობრივ დაფინანსებას (Partial Funding).

     

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 15 მაისი, 2026;
  • გასაუბრება - 18 მაისი, 2026;
  • საბოლოო შედეგების გამოცხადება და სტუდენტების ნომინირება - 19 მაისი, 2026.
  •  

დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: International@alte.edu.ge

gatsvliti-programa-samkhret-koreashi