მნიშვნელოვანი თარიღები გარე მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის
გაცნობებთ, რომ სტუდენტებმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე და მოიპოვეს ალტე უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება, 13 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ სასწავლო ბარათი ელექტრონულ ფორმატში ელ-ფოსტაზე: mobility@alte.edu.ge
ალტე უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი თარიღები:
12-13 სექტემბერი - სასწავლო ბარათის წარმოდგენა ელექტრონულად
19-21 სექტემბერი - კრედიტების აღიარების დასკვნაზე ხელმოწერა
24-26 სექტემბერი - ადმინისტრაციული რეგისტრაცია
- 2-4 ოქტომბერი - აკადემიური რეგისტრაცია (გარდა მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამებისა); სწავლის დასაწყისი - 7 ოქტომბერი.
- 7-12 ოქტომბერი - აკადემიური რეგისტრაცია მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის. სწავლის დასაწყისი - 14 ოქტომბერი.
- 7–11 ოქტომბერი - სავალდებულო დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარმოდგენა უნივერსიტეტში.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ. მობილობის უფლების მქონე სტუდენტები რეგისტრაციის პორტალის ბმულს მიიღებენ სმს-ის საშუალებით.
ონლაინ ადმინისტრაციული რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)/დიპლომი
- ფოტო-სურათი (3X4)
სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
უნივერსიტეტში წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)/დიპლომი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
- ფოტო-სურათი (3X4)
- სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)
- ცნობა სტატუსის შესახებ
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 2 40 29 48
ელ-ფოსტა: mobility@alte.edu.ge