Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

აგვისტო 07, 2026

გარე მობილობა იწყება

ალტე უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა იწყება. 

24 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით გარე მობილობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ პორტალზე: https://students.emis.ge , სადაც უნივერსიტეტების ჩამონათვალში შეძლებენ, აირჩიონ ალტე უნივერსიტეტი და მიანიჭონ მას პირველი პრიორიტეტი. იმისთვის, რომ სტუდენტმა შეძლოს ალტე უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვა, სავალდებულოა, რეგისტრაციის შემდეგ, შეავსოს პირადი მონაცემები ბმულზე და გაგვიზიაროს თავისი სასწავლო ბარათი 16 სექტემბრამდე.

პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში. 
 

მიღების წინაპირობა: გამომშვებ უნივერსიტეტში არჩეული საგნების მინიმუმ 50%-ის წარმატებით ჩაბარება.
 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: სასწავლო ბარათის გარეშე შევსებული განაცხადი არ განიხილება.
 

მატერიალურად წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი)/დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ფოტო-სურათი (3X4);
  • სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • ამონაწერი ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • ამონაწერი სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან;
     

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი
 

ალტე უნივერსიტეტში მობილობის მსურველთათვის მოქმედებს სპეციალური შეღავათები:
 

  • თუ სტუდენტის საშუალო აკადემიური ქულა (GPA) 3.0 ან მეტია, ალტე უნივერსიტეტი სწავლის საფასურს, 1 წლის განმავლობაში, 50%-ით დააფინანსებს;
  • მედიცინის პროგრამაზე მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის. სწავლის საფასური შეადგენს 3500 ლარს 3950 ლარის ნაცვლად.
     

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: mobility@alte.edu.ge
 

გისურვებთ წარმატებას!
 

gare-mobiloba-itsyeba-2