Flag 0Flag 1
logo

იანვარი 29, 2026

გარე მობილობა 2025-2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის დაიწყო

ალტე უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობა იწყება. 

გთხოვთ, იხილოთ პროგრამების შესახებ ინფორმაცია.

 

28 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით გარე მობილობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ პორტალზე: https://students.emis.ge , სადაც უნივერსიტეტების ჩამონათვალში შეძლებენ, აირჩიონ ალტე უნივერსიტეტი და მიანიჭონ მას პირველი პრიორიტეტი.

იმისთვის, რომ სტუდენტმა შეძლოს ალტე უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვა, სავალდებულოა, რეგისტრაციის შემდეგ, შეავსოს პირადი მონაცემები ბმულზე და გაგვიზიაროს თავისი სასწავლო ბარათი 17 თებერვლამდე.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: სასწავლო ბარათის გარეშე შევსებული განაცხადი არ განიხილება.

 

მატერიალურად წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი)/დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ფოტო-სურათი (3X4);
  • სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • ცნობა სტატუსის შესახებ;
  • ამონაწერი ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • ამონაწერი სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან;

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 21 მარტი
 

ალტე უნივერსიტეტში მობილობის მსურველთათვის მოქმედებს სპეციალური შეღავათები: 

  • თუ სტუდენტის საშუალო აკადემიური ქულა (GPA) 3.0 ან მეტია, ალტე უნივერსიტეტი სწავლის საფასურს, 1 წლის განმავლობაში, 30%-ით დააფინანსებს;
  • თუ უკვე სტუდენტს აქვს სახელმწიფო გრანტი, რომელიც სრულად ფარავს მის მიერ არჩეული პროგრამის ღირებულებას - უნივერსიტეტისგან შესაბამისი ოდენობის სტიპენდიას მიიღებს;
  • მედიცინისა და ფსიქოლოგიის პროგრამაზე მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის, ხოლო მათთვის, ვისაც GPA - 3.0 ან მეტი აქვთ, დამატებით ისარგებლებენ 30%-იანი ფასდაკლებით.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: mobility@alte.edu.ge

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გარე მობილობა 2025-2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის დაიწყო