Flag 0Flag 1
logo

PAR გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (PAR) ფინეთის ქალაქ ესპოში მდებარეობს. PAR სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინჟინერია, ბიზნესი, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება და დიზაინი. ეს პროგრამები მოიცავს სავალდებულო პრაქტიკულ ტრენინგს - ხუთთვიან სტაჟირებას - რეგიონული შრომის ბაზრის საჭიროებებთან მჭიდრო შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

 

PAR აქტიურად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მთელს ევროპაში, რათა ხელი შეუწყოს სტუდენტების სტაჟირებას, გამოყენებითი კვლევით პროექტებს და გაცვლით პროგრამების ორგანიზებას. PAR  ფინეთის UAS ქსელის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონულ განვითარებაში.

 

ალტე უნივერსიტეტსა და PAR უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

PAR  გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი