ლატვიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (EKA) დაარსდა 1998 წელს, ქალაქ რიგაში. უნივერსიტეტი სრულად აკრედიტებული, კერძო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის, მარკეტინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებებით. სწავლება, ძირითადად, მიმდინარეობს ლატვიურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
EKA Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან. იგი ბალტიის უნივერსიტეტების პროგრამის წევრია, რომელიც ბალტიის ზღვის რეგიონში არსებულ 160-ზე მეტ უნივერსიტეტს აერთიანებს. უნივერსიტეტი ცნობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, აქტიური სტუდენტური გაცვლითი პროგრამებითა და დინამიური სასწავლო გარემოთი.
ალტე უნივერსიტეტსა და ლატვიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

