ალტე უნივერსიტეტი მედიცინის საერთაშორისო სკოლა მედიცინით დაინტერესებულ X-XII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას, ერთი დღით თავად გამოსცადონ მომავალი პროფესია.
პროექტის „გამოცადე ექიმობა“ ფარგლებში მოსწავლეები შეხვდებიან სკოლის დეკანს, პროგრამის ხელმძღვანელს და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამისა და აქ არსებული საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ. ასევე, დაათვალიერებენ თანამედროვე, ინოვაციურ სიმულაციურ ცენტრებსა და ლაბორატორიებს, სადაც ჩვენი სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან.
პროგრამის გაცნობის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, ესტუმრონ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, სადაც სპეციალურად მათთვის დაგეგმილი სასწავლო ტურის ფარგლებში, დარგის წამყვან ექიმებთან ერთად განიხილავენ რეალურ სამედიცინო ქეისებს და გაიგებენ, რას ნიშნავს პაციენტებთან მუშაობა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
- თარიღი: 27 ოქტომბერი
- დრო: 12:00 - 16:00
- ლოკაცია: ალტე უნივერსიტეტის კამპუსი ; ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
