Flag 0Flag 1
logo

ფაქტობრივი მოსმენა და მასზე დაფუძნებული კომუნიკაცია

  • ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია სხვადასხვა სფეროს, ნებისმიერი რგოლის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ორიენტირებული არიან შეიძინონ ახალი უნარები, რაც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.

  • კურსის მიმოხილვა

კურსის მიზანია მონაწილემ იპოვოს მოსმენის გაუცნობიერებელი ბრმა ზონები საკუთარ თავში, მოახდინოს გარღვევები და აღმოაჩინოს შესაძლებლობა, მოისმინოს ფაქტი, ინტერპრეტაციის გარეშე. ეს უკანასკნელი დაეხმარება მსმენელს კომუნიკაციის ეფექტიანობის ზრდაში, ურთიერთობების გაუმჯობესებაში, კონფლიქტების შემცირებაში, უფრო მეტიც, შესაძლებელი გახდება ცხოვრება კონფლიქტების გარეშე.

 

კურსზე შეძენილი ცოდნა ზრდის კურსის მონაწილის თვითგამოხატულებისა და ავთენტურობის კოეფიციენტს, მატებს ქმედით ენერგიასა და თავდაჯერებულობას. მოსმენის უნარის გაძლიერება დაეხმარება მას შექმნას გარემო/გუნდი, სადაც ყველას პიროვნება ავთენტურია და მისაღები, სტარეტეგიული გეგმა - შეთანხმებული, ცხადი და მკაფიო. ამ უნარით მსმენელი გამოირჩევა პროაქტიული ქმედებებით და ქმნის ნდობით სავსე, უსაფრთხო გარემოს.

  • ტრენერი

დათო დათუსანი - ბიზნეს კონსულტანტი, ბიზნეს ქოუჩი, ტრენერი და მენტორი. 10 - წლიანი გამოცდილება სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L“-ის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.

  • კურსის ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 16 საკონტაქტო საათს. 

 

*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

 

საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge

ფაქტობრივი მოსმენა და მასზე დაფუძნებული კომუნიკაცია