ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 1996 წელს ერევანში, სომხეთში დაარსდა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სხვადასხვა დარგში, მათ შორის მენეჯმენტში, სამართალში, უცხო ენებში, ჟურნალისტიკაში, დაწყებით პედაგოგიკაში, ფარმაციასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. ყველა პროგრამა შესაბამისია ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემასთან (ECTS), რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას.
EIU აკრედიტებულია სომხეთის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის (ANQA) მიერ და უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფო დიპლომები, რომლებიც აღიარებულია სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ინიციატივებში, მათ შორის Erasmus+ პროგრამებში და სტუდეტებს სთავაზობს ორმაგი ხარისხის დიპლომის მიღების შესაძლებლობებს იტალიის, ესპანეთისა და პოლონეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გზით. გარდა ამისა, EIU უზრუნველყოფს მოსამზადებელ კურსებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის და სთავაზობს მათ დამხმარე მომსახურების სერვისს, როგორიცაა სავიზო კონსულტაცია, საცხოვრებელი და მენტორობის პროგრამები.
ალტე უნივერსიტეტსა და ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.