ალტე უნივერსიტეტში, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით, „ესეების კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობა აბიტურიენტებმა მიიღეს.
დაჯილდოების ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია 105 წლის გადასახედიდან“.
სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა სტუდენტებსა და აბიტურიენტებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს:
- ქეთევან ცხადაძე - სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი;
- გიგა ლემონჯავა - საჯარო სამართლის პროფესორი;
- ქეთევან ერემაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პროფესორი.
სპიკერებმა ისაუბრეს კონსტიტუციის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ განსაზღვრა ამ ისტორიულმა დოკუმენტმა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები:
- გაგი სულაქველიძე - I ადგილი
- გიორგი ფასიეშვილი - II ადგილი
- მარიამ გოგუა- III ადგილი



