ალტე უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს მონაწილეობას Erasmus+ პროექტში - LIFESTRAND (Life Support Training and Dissemination).
პროექტის ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობდა გადაუდებელი დახმარების ტრენინგები, რომლებიც ალტე უნივერსიტეტის მიერ გადამზადებული ტრენერების ხელმძღვანელობით ჩატარდა. პირველი ფაზის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა 32 ტრენინგი, რომელსაც 400-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
ტრენინგები განხორციელდა შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის:
- ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი „ფაზლი”;
- აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა
- სკოლა „ლაშარი“
- ქუთაისის პროგრესის სკოლა
- თბილისის პროგრესის სკოლა
პროექტი კვლავ გრძელდება და იგეგმება „გადაუდებელი დახმარების“ ტრენინგების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც.
შეგახსენებთ, რომ ალტე უნივერსიტეტი Erasmus+ CBHE პროექტის LIFESTRAND (Life Support Training and Dissemination) პარტნიორია. პროექტის მიზანია უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების, ასევე სამხედრო საფრთხის ზონებში მცხოვრები მოსახლეობის გადაუდებელი დახმარებისა და წინასწარი ჰოსპიტალური ტრავმის მართვის უნარების განვითარება.
პროექტის მთავარი ამოცანაა უნივერსიტეტების პერსონალის, სტუდენტებისა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლების გადამზადება პირველადი დახმარების უნარებში.

