Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

აგვისტო 06, 2025

ERASMUS + ის საერთაშორისო მობილობა ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის

გაცნობებთ, რომ განაცხადების მიღება ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილ 2025–2026 სასწავლო წლის საერთაშორისო მობილობებზე იწყება.

 

კონკურსი გამოცხადებულია ორ პარტნიორ უნივერსიტეტში:

 

1. სასწავლო მობილობა – Pomeranian University in Słupsk (პოლონეთი)
 

პარტნიორი უნივერსიტეტი იწვევს ალტე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს Erasmus+ სასწავლო მობილობის ფარგლებში. შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ 5 სამუშაო დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გაატარონ მასპინძელ უნივერსიტეტში და ჩაატარონ სულ მცირე 8 საათის ლექციები.
 

  • ვაკანტური ადგილები: 2
  • გრანტის ოდენობა ერთ მონაწილეზე: 1,340 ევრო
  • შესაბამისი აკადემიური მიმართულებები: სამართალი, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ტურიზმი და დასვენება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მედიცინა
  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10/08/2025

 

2. ERASMUS+ STAFF TRAINING WEEK (STW) 2025– EKA University of Applied Sciences (ლატვია) 2025 წლის 15–19 სექტემბერს EKA University of Applied Sciences მასპინძლობს EKA RESEARCH WEEK-ს, რომელიც ეძღვნება კვლევით პროცესში ჩართული პერსონალის საერთაშორისო ტრენინგს.
 

  • ვაკანტური ადგილები: 3
  • გრანტის ოდენობა: TBD
  • მონაწილეობის კრიტერიუმები:
     
    • ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ B2 დონეზე 
    • კვლევითი ინტერესების შესაბამისობა EKA-ს სამეცნიერო მიმართულებებთან
    • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მინიმუმ 3 სამეცნიერო პუბლიკაცია (სასურველია Scopus/WoS ინდექსირებული), DOI ან ბმულის მითითებით
  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა (ალტე უნივერსიტეტში): 22/08/2025

 

განაცხადის ფორმატისა და შერჩევის პროცესი
 

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს შიდა რეგისტრაცია ალტე უნივერსიტეტში დადგენილ ვადებში და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ინგლისურ ენაზე, PDF ფორმატში):
 

  • რეზიუმე (CV)
  • ლექცია/სემინარების თემატიკა და აბსტრაქტები (მაქს. 2 გვერდი)
  • პასპორტის ასლი
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მინიმუმ B2 დონე – CEFR) დოკუმენტის არ ფლობის შემთხვევაში, პერსონალისთვის ენის კომპეტენცია შესაძლოა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით ან გასაუბრებით.
     

*გთხოვთ გაითვალისწინოთ: მხოლოდ შერჩეული კანდიდატები, რომელთა პროფესიული პროფილი სრულად შეესაბამება პარტნიორი უნივერსიტეტების მოთხოვნებს, მიიღებენ მოწვევას მასპინძელი უნივერსიტეტიდან.
 

წარდგენილი განაცხადები შეფასდება ალტე უნივერსიტეტის შიდა შერჩევის კომისიის მიერ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • მოტივაცია - 30 ქულა, 
  • რეზიუმე - 20 ქულა, 
  • რეკომენდაცია - 20 ქულა, 
  • ენობრივი კომპეტენცია - 20 ქულა, 
  • ალტე უნივერსიტეტს ფარგლებში მისი პოზიციით განსაზღვრული ფუნქციების მიღმა განხორციელებული ექსტრაკურიკულური/მოხალისეობრივი აქტივობები - 10 ქულა (ჯამში 100 ქულა).
     

საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების მიღებასთან დაკავშირებით იღებს მასპინძელი უნივერსიტეტი.
 

დამატებითი კითხვების ან რეგისტრაციის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international@alte.edu.ge

ERASMUS + ის საერთაშორისო მობილობა ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის