Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მარტი 18, 2026

Erasmus+ და ბილატერალური გაცვლითი პროგრამები

ალტე უნივერსიტეტი 2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს Erasmus+ და ბილატერალურ გაცვლით პროგრამებს: 
 

  • Erasmus+ პროგრამა სრულად აფინანსებს სტუდენტის მონაწილეობას, დაფარულია სწავლის გადასახადი, ყოველთვიური სტიპენდია და მგზავრობის ხარჯები.  
  • ბილატერალური გაცვლითი პროგრამამოითხოვს სტუდენტის ნაწილობრივ თანამონაწილეობას საცხოვრებელი და მგზავრობის ხარჯების კუთხით, ხოლო ალტე უნივერსიტეტმა შესაძლოა განიხილოს ფინანსური მხარდაჭერა. მობილობისას მასპინძელ უნივერსიტეტში სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს.

  

გაცვლით პროგრამებზე მიღება გამოცხადებულია 7 პარტნიორ უნივერსიტეტში:  

 

1. University of Alicante (ესპანეთი) 

ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსება) – 1 ადგილი 
სწავლის სფეროები: ბიზნესი, სამართალი, მედიცინა 

2. Medical University of Plovdiv (ბულგარეთი) 

ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსება) – 2 ადგილი 
სწავლის სფეროები: მედიცინა, სტომატოლოგია 

3. LBC – Lithuania Business School (ლიეტუვა) 

ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსება) – 1 ადგილი 
სწავლის სფეროები: IT, ბიზნესი, ტურიზმი 

4. KVK - KLAIPĖDOS VALSTYBINĖ KOLEGIJA (ლიეტუვა) 

ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსება) – 1 ადგილი 

Სწავლის სფეროები: ბიზნესი, მენეჯმენტი, ტურიზმი 

5. INTELI – Institute of Technology and Leadership (ბრაზილია) 

ტიპი: ბილატერალური (თანადაფინანსებით) – 2 ადგილი 
სწავლის სფეროები: კომპიუტერული მეცნიერება (პროგრამის სპეციფიკა: CS 80%, ბიზნესი 20%) 

6. University of Coimbra (პორტუგალია) 

ტიპი: ბილატერალური -  
1 ადგილი ალტე უნივერსიტეტის დაფინანსებით;  
3 ადგილი სტუდენტის თანადაფინანსებით. 

სწავლის სფეროები: ბიზნესი, სამართალი, მედიცინა, კომპიუტერული მეცნიერებები.   

7. Technical University of Liberec (ჩეხეთის რესპუბლიკა) 

ტიპი: სრული დაფინანსება - Trilateral Ambassadors / Czech – German – Polish კონსორციუმის გრანტი 

სწავლის სფეროები: მასპინძელ უნივერსიტეტში არსებული ყველა მიმართულება 

 

შენიშვნა: Technical University of Liberec-ში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ ალტე უნივერსიტეტის აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მოქალაქეობის მქონე სტუდენტებს, რომელთაც მოუწევთ საერთაშორისო კონკურსში ჩართვა. Საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კონსორციუმი. 

 

განაცხადის ვადები და ეტაპები 

 

  • 30/03/2026 – განაცხადის ფორმის შევსება ბმულზე (ფორმაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ალტე უნივერსიტეტის ელ-ფოსტით); 31/03-01/04/2026 – განაცხადების საწყისი გადარჩევა (შესაბამისობის შემოწმება); 
  • 02/04/2026 – ინგლისური ენის ცოდნის ტესტი (საჭიროების შემთხვევაში); 
  • 03-06/04/2026 – გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან); 
  • 07/04/2026 – კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება. 
     

გაცვლით პროგრამაში ალტე უნივერსიტეტის მიერ ნომინირებული კანდიდატი საბოლოოდ დამტკიცდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ. ამის შემდეგ სტუდენტი, უნივერსიტეტთან ერთად, ადგენს სასწავლო შეთანხმებას (Learning Agreement), რომელშიც მითითებულია გაცვლითი სემესტრის განმავლობაში დასაფარი საგნები და კრედიტები, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს უცხოეთში მიღებული ECTS კრედიტების აღიარებას საქართველოში დაბრუნებისას. 

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა? 
 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუდენტს, რომელმაც: 
 

  • ბაკალავრიატის / მედიცინისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამის ფარგლებში 2026 წლის შემოდგომის სემესტრამდე დააგროვებს მინიმუმ 60 ECTS კრედიტს; 
  • მაგისტრატურის ფარგლებში – მინიმუმ 30 ECTS კრედიტს; 
  • 2026 წლის გაზაფხულის სემესტრი არ არის შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის ბოლო სემესტრი; 
  • აკადემიური მოსწრება (GPA) არანაკლებ 2.5. 

 

განაცხადს უნდა ერთვოდეს (ინგლისურ ენაზე, PDF ფორმატში): 
 

  • 1 რეკომენდაციის წერილი შესაბამისი სკოლის აკადემიური პერსონალისგან; 
  • სამოტივაციო წერილი (1 გვერდი); 
  • CV / რეზიუმე; 
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; 
  • ნიშნების ფურცელი (Transcript of Records); 
  • დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნას (ინგლისური ენის დონე: მინიმუმ B1 (CEFR)). დონის დადასტურება შესაძლებელია შემდეგი გზებით: ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, განვლილ კურსებში ალტე უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსის (მინ. B1.2 დონე) არსებობით, ინგლისურენოვანი საგნების გავლით (მინ. 20 ECTS), ან შიდა ტესტის ჩაბარებით ალტე უნივერსიტეტში). 

 

შეფასების კრიტერიუმები (ჯამში 100 ქულა): 
 

  • აკადემიური მოსწრება – 25 ქულა 
  • რეზიუმე – 15 ქულა 
  • მოტივაცია – 10 ქულა 
  • რეკომენდაცია – 10 ქულა 
  • ენის კომპეტენცია – 20 ქულა 
  • გასაუბრება – 20 ქულა 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Erasmus+ პროგრამები ინკლუზიურია და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა სტუდენტისთვის მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. შერჩევის პროცესში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სქესის, რასის, ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.  

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: 

ელ. ფოსტა: international@alte.edu.ge  

Erasmus+ და ბილატერალური გაცვლითი პროგრამები