ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს, აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ Erasmus+ შერეულ ინტენსიურ პროგრამაში (BIP) - Global Citizenship in Multicultural Academic Settings.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტი - „1 Decembrie 1918" University of Alba Iulia უმასპინძლებს.
პროგრამა აერთიანებს ონლაინ და ფიზიკურ მობილობას და მიზნად ისახავს სტუდენტებში ინტერკულტურული კომპეტენციების, ეფექტური კომუნიკაციის, გლობალური თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარების გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოკლევადიანი Erasmus+ მობილობა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას:
- მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება;
- იმუშაონ მრავალკულტურულ საერთაშორისო გუნდში;
- განივითარონ კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარები;
- გააანალიზონ გლობალური გამოწვევები განათლების, სოციალური სამართლიანობისა და მდგრადი განვითარების კონტექსტში.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან:
- როგორ მოქმედებს კულტურა კომუნიკაციასა და სწავლის სტილებზე;
- როგორ ითანამშრომლონ ეფექტურად მრავალკულტურულ გუნდებში;
- როგორ ამოიცნონ სტერეოტიპები და არაცნობიერი მიკერძოება;
- როგორ დაგეგმონ და განახორციელონ გუნდური პროექტები გლობალურ გამოწვევებზე;
- როგორ გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
მეტი ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, იხილოთ სრული პროგრამა: https://intlevents.uab.ro/event/36/attachments/25/54/BIP%20Students%2011-15%20mai%20Alba%20Iulia%20%281%29.pdf
სტუდენტების რაოდენობა - 5:
- 2 - სრული დაფინანსებით: Erasmus+ და ალტე უნივერსიტეტი;
- 3 - თანადაფინანსებით: სტუდენტი ფარავს მხოლოდ ფრენის ბილეთებს.
პროგრამის განხორციელების თარიღები
- ვირტუალური ფაზა: მარტი - აპრილი, 2026
- ფიზიკური მობილობა: 11–15 მაისი, 2026
ალბა იულია, რუმინეთი - ECTS კრედიტები: 5
მონაწილეობის კრიტერიუმები
განაცხადის გამოგზავნა შეუძლია სტუდენტს, რომელიც:
- სწავლობს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე (მხოლოდ სამართლისა და ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები);
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
- მზად არის მონაწილეობა მიიღოს მობილობის ორივე ეტაპზე (ვირტუალური და ფიზიკური);
საჭირო დოკუმენტები
- CV / რეზიუმე
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- სამოტივაციო წერილი (დაახლოებით 500 სიტყვა)
- ჩარიცხვის წერილი (Proof of Enrollment) და ნიშნების ფურცელი (Transcript of Records)
- რეკომენდაციის წერილი (ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდან, რომლის კურსიც გავლილი გაქვთ)
ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერტიფიკატი IELTS, TOEFL, Duolingo, PTE; საერთაშორისო სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის B2 დონის კურსი, ან მინიმუმ 20 ECTS წარმატებულად დასრულებული ინგლისურენოვანი კურსები).
ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ერთიან zip პაკეტად შეკრული PDF ფაილების სახით, შემდეგ მისამართზე: international@alte.edu.ge, სათაურის ველში მითითებული ტექსტით: BIP Application_Surname_Name
შეფასების კრიტერიუმები (ჯამში 100 ქულა)
- აკადემიური მოსწრება - 25 ქულა;
- რეზიუმე - 15 ქულა;
- მოტივაცია - 10 ქულა;
- რეკომენდაცია -10 ქულა;
- ენის კომპეტენცია - 20 ქულა;
- გასაუბრება - 20 ქულა.
მნიშვნელოვანი ვადები
- განაცხადის ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2026
- შედეგების გამოცხადება: 15 თებერვალი, 2026
- ვირტუალური მობილობის დაწყება: მარტი, 2026
- ფიზიკური მობილობა: 11–15 მაისი, 2026
Erasmus+ პროგრამები ინკლუზიურია და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა სტუდენტისთვის მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. შერჩევის პროცესში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სქესის, რასის, ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: International@alte.edu.ge

