Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ემოციური ინტელექტი

  • ვისთვის არის ეს კურსი?

სასწავლო კურსი განკუთვნილია ნებისმიერ სფეროში მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთესად მართონ საკუთარი ემოციები, გაიაზრონ თავიანთი პროფესიული როლი და გააუმჯობესონ კომუნიკაცია როგორც გუნდში, ისე გარესამყაროსთან.

  • კურსის მიმოხილვა

თანამედროვე სამყაროში ემოციური ინტელექტის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ემოციური ინტელექტი ხშირად დასახელებულ იმ კატეგორიათა შორის ხვდება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ძნელად თუ ჩაანაცვლებს. შესაბამისად, ორგანიზაციისთვის მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე თანამშრომელი სერიოზული აქტივია.

 

კურსის ამოცანაა დასაქმებულებს გაუზარდოს საკუთარი როლისა და დანიშნულების გაცნობიერების ხარისხი და დაემხაროს მათი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების გაუმჯობესებაში - კომუნიკაციის უნარების დახვეწის კუთხით.

 

საკუთარი როლის გააზრება და გამჭვირვალე ურთიერთობების დამყარება როგორც გუნდის შიგნით, ისე მის გარეთ, ემსახურება თანამშრომლების მიერ საკუთარი პროფესიული დანიშნულების ,,მეტა“ დონეზე შემეცნებას და იმის სიღრმისეულად გააზრებას, თუ რას ემსახურებიან ისინი, მათი პროდუქტები და მათი გუნდები გრძელვადიან პერსპექტივაში და რა დანიშნულება აქვს მათ საქმიანობას დიდ სურათში, ორგანიზაციულ დონეზე.

  • ტრენერი

ქეთევან ირემაშვილი - სამართლის დოქტორი, ინტერაქციული სწავლების მასტერ ტრენერი, ,,Erickson International”-ის სერთიფიცირებული ქოუჩი, CEDR-ის აკრედიტაციის მედიატორი. LinkedIn

  • კურსის ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 10 საკონტაქტო საათს. 

 

*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

 

კონტაქტი: LLC@alte.edu.ge

ემოციური ინტელექტი