Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

დუზჯეს უნივერსიტეტი

დუზჯეს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი თურქეთში, ქალაქ დუზჯეში, რომელიც დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს სწრაფად განვითარებად საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს. უნივერსიტეტი ფოკუსირებულია ხარისხიან განათლებაზე, ინოვაციებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდებზე, ასევე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო აკადემიურ ქსელებთან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.

ალტე უნივერსიტეტსა და დუზჯეს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

duzjes-universitetiდუზჯეს უნივერსიტეტი