უნივერსიტეტის შერჩევისას აბიტურიენტები და მათი ოჯახები რამდენიმე საკვანძო ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას: სწავლის ხარისხზე, ლექტორებზე, გარემოსა და, რა თქმა უნდა, ფინანსურ მხარეზე. ეს უკანასკნელი კი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევანის გაკეთება რამდენიმე ალტერნატივას შორის უწევთ.
ამ გარემოების გათვალისწინებით, „ალტე უნივერსიტეტში“ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები რამდენიმე მიმართულებით მოქმედებს. აღნიშნული შესაძლებლობები სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რაც მოიცავს როგორც აბიტურიენტებსა და აქტიურ სტუდენტებს, ისე მათ ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებს.
შეღავათიანი საფასური აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის
უნივერსიტეტი აბიტურიენტსა და სტუდენტს სწავლის საფასურზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს. დაფინანსების ოდენობა და პირობები განსხვავდება, თუმცა საერთო მიზანი უცვლელია და ის მაღალი მოტივაციისა და აკადემიური მიღწევების მხარდაჭერას ემსახურება.
ვის შეუძლია სწავლის სრული დაფინანსების მიღება?
იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო 1000-ეულში მოხვდებიან და პირველ პრიორიტეტად „ალტე უნივერსიტეტს“ მონიშნავენ, სწავლის პირველი წლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ. ეს მოდელი ნებისმიერი მიმართულების არჩევის შემთხვევაში მოქმედებს, იქნება ეს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, სამართლის პროგრამა თუ სხვა.
მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხული აბიტურიენტებიდან საუკეთესო ათეულს სწავლის საფასურს 100%-ით „ვიანი“ აუნაზღაურებს. ასევე, სრული დაფინანსებით ისარგებლებენ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებიც, რომლებიც სწავლას „ალტე უნივერსიტეტის“ კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის ან ბიზნესის პროგრამებზე გადაწყვეტენ.
სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამაზე ჩარიცხულ იმ აბიტურიენტებსაც, რომლებიც არჩევით საგნებში (ფიზიკა ან მათემატიკა) მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს დააგროვებენ.
რა შეღავათით სარგებლობენ მედალოსნები?
ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი აბიტურიენტები, რომლებიც პირველ პრიორიტეტად „ალტე უნივერსიტეტს“ მიუთითებენ, სწავლის პირველი წლისთვის 50%-იან დაფინანსდებას მიიღებენ.
ვის შეუძლია დამატებითი მხარდაჭერის მიღება?
უნივერსიტეტი სხვა კატეგორიის სტუდენტების ინტერესებსა და საჭიროებებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსებში პირველ ან მეორე ადგილს დაიკავებენ, სწავლის პირველი წლის საფასურზე პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული შეღავათი დაუწესდებათ. მხარდაჭერის აღნიშნული მექანიზმები ყველა პროგრამაზე ვრცელდება, მათ შორისაა ისეთი პოპულარული მიმართულებებიც, როგორებიცაა ფსიქოლოგიის პროგრამა და კომპიუტერული მეცნიერება.
ამასთან ერთად, 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც „ალტე უნივერსიტეტში“ ერთი აკადემიური საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლას მომდევნო საფეხურზე აგრძელებენ. მსგავსი შეღავათით სარგებლობენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების შვილებიც.
რა პირობები ვრცელდება ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებზე?
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ერთი ან მეტი ოჯახის წევრი, მაგალითად, და, ძმა, შვილი ან მეუღლე, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია, თითოეულ მათგანს სწავლის საფასურზე 10%-იანი შეღავათი დაუწესდება.
უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლის საფასურის 50%-იანი დაფინანასება მიიღონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სტუდენტი ერთდროულად რამდენიმე კატეგორიას აკმაყოფილებს, მის მიმართ ის პირობა გავრცელდება, რომელიც მისთვის ყველაზე ხელსაყრელია.
მოიპოვე დეკანის გრანტი მაღალი აკადემიური მიღწევებისთვის
დეკანის გრანტი ის შესაძლებლობაა, რომელსაც სტუდენტები სწავლის პროცესში, საკუთარი აკადემიური შედეგებით მოიპოვებენ. ყოველწლიურად, თითოეული სკოლის ფარგლებში, საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ხუთი სტუდენტი იღებს დეკანის გრანტს, რომელიც სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების სახით გაიცემა.
გრანტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც საბაკალავრო პროგრამებზე, ისე მაგისტრატურისა და ერთსაფეხურიან მიმართულებებზე. იმ სკოლებში, სადაც ორივე საფეხური მოქმედებს, ხუთი საგრანტო ადგილიდან ორი სპეციალურად მაგისტრატურის სტუდენტებისთვის არის გამოყოფილი.
დეკანის გრანტს „ალტე უნივერსიტეტის“ ფონდი აფინანსებს, რომელიც 2021 წელს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და აკადემიური ბრწყინვალების წახალისების მიზნით შეიქმნა. ფონდში მობილიზებული შემოწირულობების 30% რეზერვში რჩება, დარჩენილი თანხის 30% კვლევით პროექტებს ეთმობა, ხოლო 70% უშუალოდ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე მიიმართება.
გამოიყენე საერთაშორისო აქტივობების დაფინანსების შესაძლებლობა
აკადემიურ მხარდაჭერასთან ერთად, „ალტე უნივერსიტეტი“ სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილების მიღებაშიც აქტიურად ეხმარება. სტუდენტებსა და პერსონალს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საზაფხულო თუ ზამთრის სკოლებში, საგანმანათლებლო ბანაკებში, ფორუმებსა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებში.
ამ მიმართულებით დაფინანსების მისაღებად სტუდენტი რამდენიმე აუცილებელ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი მინიმუმ 3.0 GPA-ს უნდა შეადგენდეს. რაც შეეხება 2.5-დან 2.9-მდე GPA-ს მქონე სტუდენტებს, მათი კანდიდატურა მხოლოდ განსაკუთრებული მიღწევებისა და შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში განიხილება. ამასთანავე, აპლიკანტს მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსი უნდა ჰქონდეს და მის მიმართ აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის ფაქტი არ უნდა ფიქსირდებოდეს.
განაცხადის წარდგენის პროცესი მოითხოვს ისეთი დოკუმენტების მომზადებას, როგორებიცაა სამოტივაციო წერილი, ლექტორის რეკომენდაცია, რეზიუმე, ნიშნების ფურცელი და ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა. დოკუმენტაცია პროექტის ფინანსური რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ ოთხი კვირით ადრე უნივერსიტეტს უნდა წარედგინოს.
აპლიკაციებს სპეციალური კომისია აფასებს. სტუდენტების შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები შემდეგნაირად ნაწილდება: აკადემიური მოსწრება განისაზღვრება 30 ქულით, რეზიუმე 20 ქულით, მოტივაცია 20 ქულით, რეკომენდაცია 20 ქულით, ხოლო ენობრივი კომპეტენცია 10 ქულით. სწორედ ამ ქულათა ჯამის საფუძველზე წყვეტს კომისია სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების გაცემის საკითხს.
მნიშვნელოვანია ერთი გარემოების გათვალისწინებაც: მოცემული წესით დაფინანსებული სტუდენტი მიმდინარე და მომდევნო სემესტრის განმავლობაში ხელმეორედ ვერ ისარგებლებს ამავე ტიპის მხარდაჭერით.
იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების რომელიმე ფორმა შენთვის საინტერესოა ან დამატებითი კითხვები გაქვს, შეგიძლია დაუკავშირდე „ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე international@alte.edu.ge ან ეწვიო უნივერსიტეტის ვებგვერდს alte.edu.ge

