საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

აპრილი 24, 2024

CIF საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა, რომელიც ალტე უნივერსიტეტის თანამონაწილეობით შემუშავდა

ალტე უნივერსიტეტთან და შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა კონკურენტული ინოვაციების საგრანტო კონკურსში (CIF), რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

CIF საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“, რომლის მიზანია საქართველოს აგრარულ განათლებაში შვედეთის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური აგროტექნოლოგიური ცოდნის დანერგვა.

 

პროექტის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამებს დაემატება არჩევითი კურსები:

  • დრონების მართვა;
  • ბიოინფორმატიკა;
  • გამოყენებითი აგროტექნოლოგიები და ჭკვიანი სისტემები ბიომონაცემებისთვის.

 

თელავის უნივერსიტეტის პროგრამებში ჩაშენდება 6 კურსისგან შემდგარი აგროტექნოლოგიური მოდული:

  • დრონები სოფლის მეურნეობის მართვისთვის;
  • ბიოინფორმატიკა სოფლის მეურნეობისთვის;
  • გამოყენებითი აგროტექნოლოგიები მევენახეობა-მეღვინეობისთვის;
  • ჭკვიანი სისტემები მეღვინეობა-მევენახეობაში;
  • გეოსაინფორმაციო სისტემები სოფლის მეურნეობაში;
  • ხელოვნური ინტელექტი სოფლის მეურნეობაში.

 

აღნიშნული კურსების საფუძველზე, მომავალში, საბაკალავრო და პროფესიული განათლების საფეხურზეც დაინერგება მსგავსი თემატიკის კურსები. გარდა ამისა, შეიქმნება სასერტიფიკატო კურსებიც უწყვეტი განათლებისთვის.

 

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association და Schuchmann Wines- შუხმანის ღვინოები.

 

აგროტექნოლოგიების სწავლა-სწავლებაში ევროპული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარებისთვის.

საინფორმაციო ტექნოლოგიები

/