ანი გვეტაძე, ალტე უნივერსიტეტის კვლევების მხარდაჭერისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი, წინ მონაწილეობდა ჩინეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში.
ანიმ წარადგინა თავისი კვლევა თემაზე "სოციალური მუშაობა ეთნიკურ უმცირესობების პერსპექტივიდან" მე-6 სესიის დროს. მისი პრეზენტაცია მოიცავდა დეტალურ ანალიზს და პრაქტიკულ რეკომენდაციებს სოციალური მუშაკებისთვის და პოლიტიკის შემქმნელებისთვის, რათა გააუმჯობესონ კულტურული ინტეგრაცია და ეფექტურად დაეხმარონ ეთნიკურ უმცირესობებს.
გარდა ამისა, ანის მიეცა შესაძლებლობა, წაეკითხა ლექცია, ჩვენს პარტნიორ, ლანჯოუს უნივერსიტეტში სახელწოდებით “კულტურული მრავალფეროვნება და სოციალური ინტეგრაცია”. ლექცია ეხებოდა ეთნიკურ უმცირესობების აკულტურაციის სტრატეგიებს, აქცენტით ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ენის ცოდნა, განათლება და საზოგადოებრივი შეხედულებები. ანის ლექცია ხაზს უსვამდა კულტურულად სენსიტიური სოციალური მომსაურებების განვითარების მნიშვნელობას, რათა დაეხმაროს ინტეგრაციის გამოწვევების დაძლევას და ხელი შეუწყოს დადებით ეთნოსშორის ურთიერთობებს.
