Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

ჩინეთის კომუნიკაციების უნივერსიტეტი

ჩინეთის კომუნიკაციების უნივერსიტეტი (CUC), 1954 წელს პეკინში დაარსდა და ერთ-ერთი  წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კინო, ტელევიზია, რადიო, ახალი მედია, ჟურნალისტიკა, რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

 

CUC ინარჩუნებს მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და მედია ორგანიზაციებთან. ის ხელს უწყობს სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროგრამებში ჩართულობას, ერთობლივ კვლევით პროექტებს და კულტურათშორის პროგრამებს. უნივერსიტეტი ფოკუსირებულია კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებაზე, რათა დააკმაყოფილოს გლობალური მედიისა და კომუნიკაციის ინდუსტრიების საჭიროებები.

 

ალტე უნივერსიტეტსა და ჩინეთის კომუნიკაციების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

ჩინეთის კომუნიკაციების უნივერსიტეტი