Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ჩანდიგარის უნივერსიტეტი

ჩანდიგარჰის უნივერსიტეტი 2012 წელს პენჯაბში, ინდოეთში, დაარსდა. აღნიშნული კერძო უნივერსიტეტი აღიარებულია საგრანტო კომისიის (UGC) მიერ. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფართო არჩევანს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინჟინერია, ბიზნესი, სამართალი, ჰუმანიტარული მეცნიერებები და ჯანდაცვის მეცნიერებები. უნივერსიტეტი ფოკუსირებულია პრაქტიკულ განათლებაზე და ინარჩუნებს მტკიცე პარტნიორობას შესაბამის ინდუსტრიებთან, სტაჟირებისა და სამუშაო ადგილების უზრუნველსაყოფად.

 

უნივერსიტეტის ხელს უწყობს კვლევებისა და ინოვაციების განვითარებას სპეციალური ცენტრების მეშვეობით. მისი სტუდენტური საზოგადოება მრავალფეროვანი წარმომავლობისაა, შესაბამისად ფოკუსირებულია საერთაშორისო თანამშრომლობების, პარტნიორობისა და გაცვლითი პროგრამების გაძლიერებაზე, გლობალური სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით. 

 

ალტე უნივერსიტეტსა და ჩანდიგარჰის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

ჩანდიგარის უნივერსიტეტი