ჩანდიგარის კოლეჯების გაერთიანება (CGC) ინდოეთში მოქმედი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს შრი გურუ რამდასის საგანმანათლებლო საზოგადოების ფარგლებში. უნივერსიტეტი აკრედიტებულია NAAC A+ რეიტინგით და აღიარებულია NIRF-ის, NBA-ს, ARIIA-სა და IIC-ის მიერ.
2001 წელს საინჟინრო პროგრამების ბაზაზე დაფუძნებული CGC Landran დღეს სთავაზობს სტუდენტებს 50-ზე მეტ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას, მათ შორის ინჟინერიის, მენეჯმენტის, ფარმაციის, ბიოტექნოლოგიის, კომპიუტერული აპლიკაციების, სასტუმროს მენეჯმენტისა და კომერციის მიმართულებებით. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას გამოცდილი აკადემიური პერსონალის, თანამედროვე ინფრასტრუქტურის, კვლევისა და ინოვაციების, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
უსაფრთხო და მულტიკულტურული კამპუსი ხელს უწყობს სტუდენტების ყოვლისმომცველ განვითარებას სპორტული აქტივობების, სტუდენტური კლუბების, უნარების განვითარების პროგრამების, NCC-ისა და NSS-ის მეშვეობით. ძლიერი ინდუსტრიული პარტნიორობები, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და კარიერაზე ორიენტირებული ტრენინგები სტუდენტებს სთავაზობს დასაქმების ფართო შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში.
ალტეს უნივერსიტეტსა და CGC Landran-ს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი. თანამშრომლობა სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მიღების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. შეთანხმება მოიცავს გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ერთობლივ კვლევით პროექტებს, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ასევე ერთობლივი აკადემიური პროგრამების შემუშავებას.

