Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

CASS ევროპული ინსტიტუტი

CASS-ის ევროპული ინსტიტუტი არის თანამედროვე საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ პროგრამებს ბიზნესის, მენეჯმენტის და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებში. ინსტიტუტი აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, განსაკუთრებული აქცენტით ინოვაციებზე, ლიდერობაზე და გლობალურ პერსპექტივაზე. მრავალეროვანი გარემო და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო კარიერულ შესაძლებლობებს.

 

ალტე უნივერსიტეტსა და CASS-ის ევროპული ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

cass-evropuli-institutiCASS ევროპული ინსტიტუტი