აპრილი 16, 2025
Career Hunter Camp - დღე 1
ყოველწლიური კარიერული განვითარების ბანაკი - “Career Hunter Camp 2025“ აბიტურიენტების კლუბი-თან ერთად წარმატებით დასრულდა.
600 აპლიკანტიდან შერჩეულ 50 აბიტურიენტთან ერთად, Buckswood-ის კამპუსში დაუვიწყარი სამი დღე გავატარეთ.
პირველი დღე ალტე უნივერსიტეტის კამპუსში დაიწყო, სადაც აბიტურიენტებს შევხვდით და ბანაკისკენ ერთად გავემგზავრეთ. სხვადასხვა გაცნობითი აქტივობის დახმარებით ბავშვებმა უკეთ შეძლეს ერთმანეთის გაცნობა და დამეგობრება.
დღის მთავარი მოვლენა იყო ინსპირაციის პანელი - "მოძებნე შენი გზა", რომლის ფარგლებშიც ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილმა და სადაზღვევო კომპანია ირაოს HR მენეჯერმა, ნინი ბიკაშვილმა აბიტურიენტებს გაუზიარეს დასაქმების ბაზრის თანამედროვე ტენდენციები და ისაუბრეს მოთხოვნადი პროფესიების შესახებ.
დღის ბოლოს აბიტურიენტები მათთვის საინტერესო პროფესიების გუნდებში გადანაწილდნენ და მათი მოგზაურობა სასურველი კარიერის საპოვნელად სწორედ აქედან დაიწყო.














