Flag 0Flag 1
logo

ივლისი 18, 2025

ბიზნესის სკოლის დეკანი - დავით კიკვიძე SI Leadership Programmes საერთაშორისო ლიდერობის პროგრამა Impact Pioneers ’25-ის მონაწილეა

ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი - დავით კიკვიძე SI Leadership Programmes საერთაშორისო ლიდერობის პროგრამა Impact Pioneers ’25-ის მონაწილეა!

 

პროგრამას Svenska institutet ახორციელებს. დავითი ერთ-ერთია იმ 64 მონაწილეს შორის, რომლებიც მსოფლიოს 26 ქვეყნიდან, თითქმის 1200 აპლიკანტს შორის შეირჩნენ. 

 

8 კვირის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან ონლაინ შეხვედრებში და იმუშავებენ პირად პროექტებზე - “Impact Journey”. პროგრამის საბოლოო ეტაპი გაიმართება ოქტომბერში, ქალაქ სტოკჰოლმში, სადაც მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში დაესწრებიან ვორკშოპებს, ეწვევიან ინოვაციურ ცენტრებს და შეხვდებიან სფეროში წამყვან პროფესიონალებს.

 

Impact Pioneers აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც აქტიურად ცდილობენ, გაზარდონ კლიმატ-ტექნოლოგიების მეწარმეობის მნიშვნელობა თავიანთ საზოგადოებებში და მის მიღმა. წლევანდელი პროგრამა ცოდნის გაზიარების, იდეების გაერთიანებისა და მდგრადი მომავლის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა იქნება. პროგრამა მონაწილეებს აძლევს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. 

ბიზნესის სკოლის დეკანი - დავით კიკვიძე SI Leadership Programmes საერთაშორისო ლიდერობის პროგრამა Impact Pioneers ’25-ის მონაწილეა