აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი, 1950 წელს, ბაქოში დაარსდა. სტუდენტებს უნივერსიტეტი სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით.
AzTU ასევე აქტიურადაა ჩართული ბოლონიის პროცესში, რაც უზრუნველყოფს აკადემიურ მობილობას და უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის აღიარებას მთელს ევროპაში. უნივერსიტეტი ევროპისა და აზიის უნივერსიტეტების პარტნიორია, რაც ხელს უწყობს სტუდენტების გაცვლას, ერთობლივ კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას.
ალტე უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ: გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.