ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა XI-XII კლასის მოსწავლეებს Arduino-ს კვირეულს სთავაზობს.
3-კვირიანი კურსის ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ შეისწავლონ არდუინოს საფუძვლები, გაეცნონ ფიზიკურ მოწყობილობებს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. პროექტის ბოლოს კი მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ მასშტაბურ ჰაკათონში და იმუშავონ საკუთარ ფინალურ პროექტზე.
ტრენერები ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები იქნებიან, რომლებიც მოსწავლეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მათ უქმე დღეებს უფრო მეტად საინტერესოს გახდიან.
კურსის განმავლობაში დასაფარი თემები:
- დღე 1: Introduction to Arduino
- დღე 2: Digital Input (Buttons)
- დღე 3: Analog Input and PWM
- დღე 4: Sound and Movement
- დღე 5: Distance Measurement and Sensors
დღე 6: ფინალური პროექტი
კურსის ჩატარების თარიღები:
- 3,4 მაისი 12:00-14:00
- 10,11 მაისი 12:00-14:00 ·
- 17,18 მაისი 12:00-14:00
ლოკაცია: ალტე უნივერსიტეტის კამპუსი, უნივერსიტეტის ქუჩა #2
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე: https://forms.office.com/e/VL68pFQ3dt