ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებელთა საბჭოს“ ინიციატივით ორგანიზებული პროექტის - “არაფორმალური განათლების იდეების კონკურსის” ფინალურ ეტაპზე გადასული მონაწილეების სია უკვე ცნობილია.
კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 178 პროექტის იდეა არაფორმალური განათლების მიმართულებით. ნახევარფინალის ეტაპზე მათგან 33 მონაწილე შეირჩა.
ნახევარფინალისტებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგები, რომელთაც ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებელთა საბჭოს” წარმომადგენელი, მიმოზა ღოლიჯაშვილი უძღვებოდა. ტრენინგების შემდეგ, მონაწილეებს დამატებით ჩაუტარდათ ინდივიდუალური მენტორ-სესიები, რაც დაეხმარათ ფინალური პროექტების მომზადებაში.
16 მაისს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში ფინალისტები თავიანთ პროექტებზე მომზადებულ პრეზენტაციებს წარადგენენ, ჟიური კი მათ შორის საუკეთესო, გამარჯვებულ იდეებს გამოავლენს.
ფინალისტების სია:
- ლალი მარგიანი - “ეკოკვირეული - 7 მწვანე დღე”
- დიმა პოპოვი - “3D STEAM ლაბორატორია”
- მაია ლაპიაშვილი - “რეგიონთაშორისი საკლუბო გაცვლითი პროგრამა”
- შორენა ტყემალაძე/ზაური ქობულაძე - “3D ინოვაცია თემისთვის - დაბეჭდე შენი იდეა”
- სოფიო ქუხილავა - “ციფრული ოთახი”
- ნინო ლომიძე - “პატარა ბიზნესმენების დიდი იდეები”
- ნათია დავითაია - “ტექნოლოგიის ხმა”
- თამთა ჯიჯავაძე - “ეკოდიზაინერთა კლუბი”
- ზოია კოპალიანი - “ჩემი სამყარო ობიექტივში”
- თამარ გეგიძე - “ცოცხალი თამაშების მუზეუმი”

