Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მაისი 22, 2025 (14 : 00)

“არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი” წარმატებით დასრულდა

ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებელთა საბჭოს“ ინიციატივით ორგანიზებული პროექტი - “არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი” წარმატებით დასრულდა! 


ფინალურ ეტაპზე გადასულ გუნდებს, სპეციალური ტრენინგების შემდეგ, ჩაუტარდათ დამატებითი ინდივიდუალური მენტორ-სესიები, რაც მათ ფინალური პრეზენტაციების მომზადებაში დაეხმარათ.

 

მონაწილეებმა თავიანთი პრეზენტაციები 16 მაისს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, ჟიურის წევრებსა და დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს. გადაწყვეტილების მიღება და გამარჯვებული იდეების გამოვლენა საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა ჟიურის წევრებისთვის, თუმცა წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების დახმარებით, გამოვლინდა 3 საუკეთესო იდეა, რომელიც ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას სკოლებში.

 

  • დიმიტრი პოპოვი,  სსიპ გურჯაანის მიმიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა -  “3D STEAM ლაბორატორია”
  • სოფიო ქუხილავა,  წვირმის საჯარო სკოლა- “ციფრული ოთახი” 
  • ნათია დავითაია, წმ.ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებულური სკოლა-გიმნაზია - “ტექნოლოგიის ხმა”

 

ალტე უნივერსიტეტმა თითოეულ გამარჯვებულს იდეის განხორციელებისთვის ფულადი პრიზი - 1000 ლარი გადასცა. ნახევარფინალისტებსა და ფინალისტებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

ალტე უნივერსიტეტისთვის მასწავლებელთა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და სამომავლოდ, მასწავლებელთა საბჭოსთან ერთად,  არაერთი მსგავსი ინიციატივისა თუ ღონისძიების განხორციელება იგეგმება.

“არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი” წარმატებით დასრულდა“არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი” წარმატებით დასრულდა