Flag 0Flag 1
logo

სექტემბერი 19, 2025

AMEE 2025-ის საერთაშორისო კონგრესი

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, გიორგი გაბისონია, ბარსელონაში გამართულ AMEE 2025-ის საერთაშორისო კონგრესს დაესწრო.
 

ღონისძიება მოიცავდა პლენარულ სესიებს, სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებს, რომლის მთავარი მიზანიც ხელოვნური ინტელექტის (AI), ვირტუალური რეალობის (VR) და გემიფიკაციის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის განხილვა იყო.
 

მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებაში, სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებასა და ინოვაციური მიდგომების განვითარებაში.
 

ალტე უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ექსპერტების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, რათა ჩვენს სტუდენტებს შევთავაზოთ თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება.

AMEE 2025-ის საერთაშორისო კონგრესი