Flag 0Flag 1
logo

იანვარი 31, 2025

ალტე უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგები იწყება

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა, ევროკავშირის მხარდაჭერით, Erasmus+ "LIFESTRAND" პროგრამის ფარგლებში, პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგების ჩატარებას იწყებს, რომლის პირველი ბენეფიციარებიც საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იქნებიან.

 

პროექტის 4 პარტნიორი ქართული უნივერსიტეტიდან, ერთ-ერთი ალტე უნივერსიტეტია.

 

„LIFESTRAND“ პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში, მოსახლეობის გადამზადებას პირველადი დახმარების უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.

 

ტრენინგების ფარგლებში შესაძლებლობა გექნება, დაეუფლო პირველადი დახმარებისთვის საჭირო ყველა პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს.

 

ტრენინგები ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, 4 სესიად ჩატარდება:

  •  6 თებერვალი - 15:00 - 19:00
  •  16 თებერვალი - 11:00 - 15:00
  •  20 თებერვალი - 15:00 - 19:00
  •  1 მარტი - 11:00 - 15:00

     

 კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

 

 რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/oEord