ალტე უნივერსიტეტმა University of New England-ის პროფესორსა და ბიზნესკონსულტანტს, გაბრიელ დონლივის, უმასპინძლა.
პროფესორი დონლივი 7 წიგნისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. სხვადასხვა პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა University of Macau-სა და University of Western Sydney-ის წამყვან ფაკულტეტებს და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მნიშვნელოვანი გამოცდილებით გამოირჩევა.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ჩაატარა სემინარი თემაზე - „ანგარიშვალდებულება“ (Accountability).
შეხვედრის განმავლობაში განხილული იყო ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლო სისტემისა და ორგანიზაციების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სისტემურ გამოწვევებსა და იმ ფენომენებს, რომლებიც ანგარიშვალდებულების პრინციპს ეწინააღმდეგება, მათ შორის - იმუნიტეტს, დაუსჯელობასა და პრივილეგიებს.
სემინარს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.



