ალტე უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტმა, ტერი შონგემ და პროგრამის ხელმძღვანელმა, ზურაბ ალხანიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო გამოფენასა და ინოვაციების ფორუმში.
ღონისძიება სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ევროპის რეგიონული ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ედვარდო კავალიემ, გახსნა.
ფორუმის ფარგლებში, ტერი შონგემ ასოციაცია „რადიქსის“ ახალგაზრდულ სამეცნიერო ფორუმზე წარადგინა ნაშრომი თემაზე: „ბიოაპკიდან პერსონალიზებულ სტომატოლოგიამდე: როგორ ცვლის მედიცინას პირის ღრუს მიკრობიომი“.
ზურაბ ალხანიშვილმა მკვლევართა სექციაში წარადგინა ნაშრომი: „ანტიბიოტიკოთერაპიის რაციონალური მართვა სტომატოლოგიაში: თანამედროვე მტკიცებულებები და დანიშვნის პრაქტიკის ანალიზი“. ფორუმის ფარგლებში მან ასევე ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების ორი სასწავლო კურსი ჩაატარა.
ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობას.



