Flag 0Flag 1
logo

აპრილი 27, 2023

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 14 და 15 ივნისს, ალტე უნივერსიტეტში ჩატარდება 2-დღიანი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი თემატური სექციები:

  • გეოპოლიტიკური ალიანსები და უსაფრთხოება: თანამედროვე დღის წესრიგი
  • კლინიკური ფსიქოლოგია და ხელოვნური ინტელექტი
  • სამართალი და ტექნოლოგიები
  • გიგ-ეკონომიკა - გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს. სტუდენტებმა, 2023 წლის 15 მაისამდე, უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო ნაშრომი ელ-ფოსტაზე: research@alte.edu.ge

 

ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ნაშრომი უნდა იყოს მინიმუმ 1,000 და მაქსიმუმ 1,500 სიტყვა (დანართების გამოკლებით)
  • დოკუმენტის ფორმატი - Microsoft Word
  • ფონტი - Sylfaen
  • ზომა - 12
  • სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.5
  • ველებს შორის დაშორება – 1 ინჩი (2.54 სმ.)
  • გვერდები უნდა დაინომროს

 

ნაშრომის სატიტულო გვერდი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • მომხსენებლის სახელი და გვარი სრულად
  • უნივერსიტეტის და სპეციალობის დასახელება
  • სწავლების საფეხური და კურსი
  • ნაშრომის ხელმძღვანელის გვარი და სახელი სრულად, აკადემიური თანამდებობა ან სამეცნიერო ხარისხი
  • ნაშრომის სათაური


 

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:

  • რეზიუმე - არაუმეტეს 200 სიტყვა
  • შესავალი
  • თემის ძირითადი ნაწილი
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა
  • დანართები (არსებობის შემთხვევაში)
  • ნაშრომი უნდა გაფორმდეს APA სტილში
  • ყველა წარმოდგენილი ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე პროგრამა Turnitin-ის საშუალებით.
  • დასაშვები ზღვარი არის 12%.


 

კონფერენციაზე პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს Power Point ფორმატით, რეგლამენტი - 15 წუთი (დამატებით 10 წუთი დისკუსია).
 

კონფერენციის შედეგები:

  • სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომების და პრეზენტაციების შედეგად, თითოეულ თემატურ სექციში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
  • კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია