ზურა წიკლაური 17 წლის ანტრეპრენერია გურჯაანიდან, რომელიც ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ მარათონის ფინალისტი იყო, ახლა კი, თავისი სტარტაპ იდეით ჯიტას 150 000 ლარიანი გრანტის ფინალშია.
ზურამ 12 წლის ასაკში საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიების, გრაფიკული დიზაინისა და ვებსაიტების მიმართულებით It academy STEP Telavi-ში მიიღო. შემდგომი 4 წლის განმავლობაში კი, იგი გურჯაანის ტექნოპარკის ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებით განხორციელებულ ყველა პროექტში იღებდა მონაწილეობას.
ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ მარათონის დროს ზურამ გამოცდილ ტრენერებსა და ანტრეპრენერებთან გაიარა კონსულტაციები. მათი დახმარებით თავისი იდეა დაამუშავა და საფუძველი ჩაუყარა მის სამომავლო განვითარებას. ასევე ალტე უნივერსიტეტის ტრენინგებმა, შეძენილმა ცოდნამ და კავშირებმა უფრო გაუმარტივა ახალი ნაბიჯების გადადგმა.
ზურა წიკლაურის იდეაა შექმნას აპლიკაცია ,,ექსტერა’’ რომელიც გადამღებ კომპანიებს გაუმარტივებს მასიური სცენის მსახიობების შერჩევას. ისინი შეძლებენ, რომ შერჩევისთვის საჭირო მოძველებულ, გრძელვადიან და მოუხერხებელ ტექნიკებს დაემშვიდობონ. აპლიკაცია, მასიური სცენის მსახიობების დაქირავებისა და მენეჯმენტის პროცესს 2-ჯერ უფრო სწრაფსა და 7-ჯერ იაფს გახდის. ასევე ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს დამატებითი შემოსავლი და მოხვდეს გადასაღებ მოედანზე.
ზურას გუნდი უკვე თანამშრომლობს რამდენიმე ქართულ გადამღებ კომპანიასთან, სადაც მათი იდეის ვალიდაცია მარტივი პროტოტიპით ხდება. გრანტის დამტკიცების შემთხვევაში კი ისინი შექმნიან აპლიკაციის სრულყოფილ ვერსიას და თავდაპირველად ქართულ და ინდურ ბაზრებზე ჩაუშვებენ.
