Flag 0Flag 1
logo

აგვისტო 01, 2025

ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას უნივერსიტეტს ეწვია

გლობალური კავშირების გაძლიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი! 
 


ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რამაზ კუკულაძე, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას უნივერსიტეტს ეწვია.
 


ვიზიტის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი გაეცნო იუტას უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიისა და საექთნო საქმის პროგრამებს. ამასთან ერთად, მოინახულა უნივერსიტეტის ლაბორატორიები.
 


რამაზ კუკულაძე, ვიზიტის განმავლობაში, შეხვდა იუტას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიები და თანამშრომლობის პოტენციური არეალები
 


ვიზიტი საქართველოს საკონსულოსა და სტირლინგ ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას უნივერსიტეტს ეწვია