ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა ჯანდაცვის ასოციაციის წევრი გახდა.
თანამშრომლობის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა, გახდეს მნიშვნელოვანი პროცესების თანამონაწილე და ჩაერთოს პრობლემური საკითხების დამუშავებაში.
ასოციაციის მთავარი მიზანია, გააუმჯობესოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და გახადოს ის ხელმისაწვდომი უფრო მეტი მოქალაქისთვის.
აღნიშნული იდეა აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციასა და პროფესიონალს, რომლებიც ერთობლივი ძალებით ცდილობენ განახორციელონ სასარგებლო ცვლილები. მათ რიგებს ალტე უნივერსიტეტიც შეუერთდა.

