ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის 2-დღიანი ARDUINO ჰაკათონი წარმატებით დასრულდა.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად 3-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებული 9 გუნდი შეირჩა. ორი დღის განმავლობაში მათ მენტორობას უწევდნენ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები. მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და გაიარეს რეალური გზა იდეის გაჩენიდან მის რეალობად ქცევამდე: ბრეინშტორმინგი, კოდის წერა, ელექტრონული სქემების აწყობა. გუნდებისთვის ჩატარებულ ტრენინგ-სესიებს ალტე უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი გრიგოლია ხელმძღვანელობდა.
ჰაკათონის მეორე დღეს ჯგუფებმა წარადგინეს თავიანთი იდეების ფინალური პრეზენტაციები, ჟიურიმ კი თავისი რჩეული გამოავლინა. ალტე უნივერსიტეტისგან ფულადი პრიზი - 1000 ლარი იდეის განსახორციელებლად - გუნდმა "Wall-e"-მ მოიპოვა:
- ელისაბედ ტრაპაიძე - ქ. თბილისის 90-ე საჯარო სკოლა (XI კლასი)
- ნინი ფოცხვერაშვილი - ქ.თბილისის 112-ე საჯარო სკოლა (XI კლასი)
- მარი ტატიშვილი - ქ. თბილისის მე-9 საჯარო სკოლა (XI კლასი)
გუნდმა წარადგინა პროექტი EcoBloom, რომელიც მიზნად ისახავს ბაღების მოვლის გაუმჯობესებას ტექნოლოგიური სენსორების საშუალებით. პროექტი ხელს შეუწყობს მცენარეების ჯანმრთელობას და დაეხმარება როგორც დამწყებ მებაღეებს, ისე მცირე მრეწველებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი დრო და გამოცდილება მცენარის მოვლისთვის.