Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივნისი 18, 2026

ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა

ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა.

 

Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, სამართლისა და სოციალური მეცნიერებებათა და ბიზნესის სკოლების წარმომადგენლებმა - პროფესორმა ნანა მჭედლიძე, ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ გველესიანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით კიკვიძემ და IT სკოლის დეკანმა რუსო სანაძემ ქალაქ რიგაში მონაწილეობა მიიღეს EKA University of Applied Sciences-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო აკადემიურ კვირეულში (IAW2026).

 

კვირეული მიზნად ისახავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარებას, განათლების სფეროში არსებული გლობალური ტენდენციების გაცნობასა და ინსტიტუციური კავშირების გაფართოებას.

 

ვიზიტის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მასპინძელი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შესაბამისი საჯარო ლექციები და ვორკშოპები ჩაატარეს. რუსო სანაძემ კვირეულის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ალტე უნივერსიტეტის შესახებ გააცნო ინფორმაცია და წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „Bridging Entrepreneurship, Innovation, and Soft Skills Development in Higher Education“, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა - ზურაბ გველესიანმა ჩაატარა ლექცია თემაზე: „Regulating Business Conduct: Consumer Protection and Competition Rules in Market Transactions“.

 

აკადემიურ აქტივობებთან ერთად, კვირეულის პარალელურად, ალტე უნივერსიტეტის პერსონალმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში etECH2026, სადაც მოხსენებით წარსდგა პროფესორი ნანა მჭედლიძე, თემით: „Environmental Protection and Human Rights Under the European Convention on Human Rights: Balancing Competing Interests“. 

 

პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ძირითადი მიგნებები ხელს შეუწყობს ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი პრაქტიკული გამოყენების გზით სწავლებისა და კვლევის ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას

alte-universitetis-akademiuri-personali-samushao-vizitit-latviashi-imyofebodaalte-universitetis-akademiuri-personali-samushao-vizitit-latviashi-imyofeboda