ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი შემოიტანონ Erasmus+-ისა და ბილატერალურ გაცვლით პროგრამებზე. Erasmus+ პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის როგორც სწავლის, ასევე სამგზავრო ხარჯების დაფინანსებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას. 2025 წლის შემოდგომის სემესტრისთვის (1 სემესტრით), გაცვლით პროგრამებზე მიღება ცხადდება 5 უნივერსიტეტში:
- Pomeranian University in Słupsk, პოლონეთი [Erasmus+] 2 ადგილი
სწავლის სფეროების ჩამონათვალი: მედიცინა, სამართალი, მენეჯმენტი და ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი;
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების წინასწარი ჩამონათვალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის იხ.ბმულზე.
- University of Rome Tor Vergata, იტალია [Erasmus+] 1 ადგილი
სწავლის სფეროების ჩამონათვალი: კომპიუტერული მეცნიერება, სამართალი, მედიცინა, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმი;
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის იხ. ბმულზე.
- Vilniaus kolegija – VIKO, ლიეტუვა, 4 ადგილი
*[ბილატერალური - სტუდენტის სწავლის საფასურს მასპინძელი უნივერსიტეტი დაფარავს, თუმცა საცხოვრებელი და მოგზაურობის ხარჯების დასაფარად საჭიროა თანადაფინანსება. იმისთვის, რომ გაეცნოთ ამ შესაძლებლობას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს]
სწავლის სფეროების ჩამონათვალი: კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმი;
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი საბაკალავრო პროგრამებისთვის იხ. ბმულზე.
- Inteli - Instituto de Tecnologia e Liderança, ბრაზილია, 5 ადგილი
[ბილატერალური - სტუდენტის სწავლის საფასურს მასპინძელი უნივერსიტეტი დაფარავს, თუმცა საცხოვრებელი და მოგზაურობის ხარჯების დასაფარად საჭიროა თანადაფინანსება. იმისთვის, რომ გაეცნოთ ამ შესაძლებლობას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს]
სწავლის სფეროების ჩამონათვალი:
პროექტი 3 - პროგნოზირების ლოგიკა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით: მანქანური სწავლების გამოყენება მონაცემთა ბაზებზე გადაწყვეტილების მიღების პროგნოზირებადი მოდელების გენერირებისთვის.
პროექტი 8 – დიდი მონაცემების ინტეგრაცია, მართვა და ანალიზი: მონაცემთა გადამუშავების პროცესის განვითარება მონაცემებით, დატვირთულ გარემოში ანალიზისა და და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
INTELI-ის კურიკულუმი მოიცავს: კომპიუტერული მეცნიერებები (70%), ბიზნესი (20%), ლიდერობა (10%).
Uskudar University, თურქეთი, კვოტის გარეშე
[ბილატერალური - სტუდენტის სწავლის საფასურს მასპინძელი უნივერსიტეტი დაფარავს, თუმცა საცხოვრებელი და მოგზაურობის ხარჯების დასაფარად საჭიროა თანადაფინანსება. იმისთვის, რომ გაეცნოთ ამ შესაძლებლობას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს]
სწავლის სფეროების ჩამონათვალი: სტომატოლოგია, მედიცინა, ფსიქოლოგია, კომპიუტერული ინჟინერია
ალტე უნივერსიტეტის მიერ გაცვლით პროგრამაზე მონაწილეობისათვის წარდგენილ კანდიდატს საბოლოოდ ამტკიცებს მასპინძელი პარტნიორი უნივერსიტეტი, რომელთანაც სტუდენტის ჩართულობით ფორმდება სასწავლო შეთანხმება (learning agreement) გაცვლით სემესტრში გასავლელი სასწავლო კურსებისა და კრედიტების ჩამონათვალით, რაც ამარტივებს უცხოეთში მიღებული ECTS კრედტების საქართველოში აღიარებას.
აპლიკაციის დედლაინი და განრიგი:
02/05-12/05/2025: განაცხადის შევსება – https://forms.office.com/e/Qpz2C4k4aT [საჭიროა ალტე უნივერსიტეტის აქტიური ელ.ფოსტა]
13/05-15/05/2025: კრიტერიუმების მიხედვით განაცხადების პირველადი გადარჩევა
16/05/2025: ინგლისური ენის ტესტი, საჭიროების შემთხვევაში (იხ. ზემოთ მოცემული ფორმა);
16/05-20/05/2025: ინტერვიუ შერჩეულ აპლიკანტებთან (უკუკავშირის წერილს მიიღებენ მხოლოდ შერჩეული კანდიდატები);
20/05-22/05/2025: შესარჩევი კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება
- ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს სტუდენტი, რომელსაც საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს სულ მცირე 60 ECTS კრედიტი, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე სულ მცირე 30 ECTS კრედიტი და 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი მისთვის არ იქნება სწავლების საფეხურის ბოლო აკადემიური სემესტრი. სტუდენტის აკადემიური მოსწრების საშუალო მაშვენებელი (GPA) არ უნდა იყოს 2.5-ზე ნაკლები.
- რას მოიცავს სააპლიკაციო განაცხადი?
სტუდენტმა სააპლიკაციო განაცხადში უნდა წარმოადგინოს:
ა) 1 რეკომენდაციის წერილი შესაბამისი სკოლიდან (აკადემიური პერსონალის წევრისგან, რომელთანაც გაიარეთ 1 საგანი მაინც),
ბ) სამოტივაციო განაცხადი (1 გვერდი - რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა? რომელი საგნების გავლა გსურთ შერჩეულ უნივერსიტეტში? რა ხასიათის გავლენა ექნება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას თქვენს განვითარებაზე? როგორ გადასცემთ მიღებულ ცოდნასა და უნარებს მშობლიურ უნივერსიტეტს საქართველოში დაბრუნების შემდეგ?),
გ) რეზიუმე/CV,
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
ე) გავლილი სასწავლო კურსების ტრანსკრიპტი
ვ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე (PDF ფაილებად).
სტუდენტს მოეთხოვება ინგლისური ენის ფლობა არანაკლებ B1 დონეზე. აღნიშნული შესაძლოა დადასტურდეს საერთაშორისოდ აღიარებული ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი ტესტის შედეგების წარმოდგენით, ალტე უნივერსიტეტის ინგლისური ენის სასწავლო კურსების (B1.2-ის ჩათვლით) გავლის შემთხვევაში ან ინგლისურ ენაზე აქამდე გავლილი საგნების (მინ. 20 ECTS კრედიტი) გათვალისწინებით, ან შიდაინსტიტუციური გამოცდის საშუალებით.
- როგორ შეაფასებს შესაბამისი კომისია განაცხადს?
განაცხადი ფასდება შემდეგი ქულობრივი გადანაწილებით: აკადემიური მოსწრება - 25 ქულა, რეზიუმე - 15 ქულა, მოტივაცია - 10 ქულა, რეკომენდაცია - 10 ქულა, ენობრივი კომპეტენცია - 20 ქულა, გასაუბრება - 20 ქულა (ჯამში 100 ქულა).
ერასმუს+ პროგრამები ინკლუზიურია და აძლევს შესაძლებლობებს ყველა სტუდენტს, მიუხედავად მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ბექგრაუნდისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა. შერჩევის პროცესში, აკრძალულია ნებისმიერი დისკრიმინაცია რაიმე წინაპირობის საფუძველზე, როგორიცაა სქესი, რასა, კანის ფერი, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობა, გენეტიკური მახასიათებლები, ენა, რელიგია ან რწმენა, პოლიტიკური ან სხვა აზრი, ეროვნული უმცირესობის წევრობა, დაბადების ადგილი, შეზღუდული შესაძლებლობები, ასაკი ან სექსუალური ორიენტაცია.
კონკურსთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი სხვა კითხვის ქონის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, შემდეგ მეილზე - international@alte.edu.ge და თემის/subject ნაწილში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: „Exchange Program Application“.