ალტე უნივერსიტეტი წელს პირველად გახდა განათლების კოალიციის „მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერი. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და ჩვენ ახალ სასწავლო წელსაც, ისე როგორც გასული წლის განმავლობაში, აქტიურად დავუჭერთ მხარს თითოეულ პროექტს, იდეასა თუ კონფერენციას, რომელიც მასწავლებლების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფინალური ეტაპი 5 ოქტომბერს გაიმართა. გამოვლინდა მასწავლებელთა ეროვნული ჯილდო 2023-ის გამარჯვებულიც, ნინო ფსუტური, გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი. განსაკუთრებით ვულოცავთ მას ამ უდიდეს წარმატებას.
ალტე უნივერსიტეტის რჩეული მასწავლებელი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარინე კვარაცხელია გახდა და მას ალტე უნივერსიტეტისგან ფულადი პრიზი გადაეცა.

