Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივლისი 02, 2026

ალტე უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატურ სამუშაო ჯგუფს შეუერთდა

ალტე უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატურ სამუშაო ჯგუფს — EUA Learning & Teaching Thematic Peer Groups - შეუერთდა.

 

EUA-ს ინიციატივის, „Learning and Teaching in the Age of Transformation“, ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად იმუშავებს თემაზე „Preparing Students and Teaching Staff for a World Marked by AI“ (სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მომზადება ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის).

 

სამუშაო ჯგუფი EUA-ს 10 წევრ უნივერსიტეტს აერთიანებს, მათ შორის:

 

  • Université libre de Bruxelles (ბელგია);
  • Catholic University of Lille (საფრანგეთი);
  • Alice Salomon University of Applied Sciences (გერმანია);
  • TU Dublin (ირლანდია);
  • University of Luxembourg (ლუქსემბურგი);
  • Tilburg University (ნიდერლანდები);
  • SWPS University (პოლონეთი);
  • University of Aveiro (პორტუგალია);
  • Lund University (შვედეთი);
  • ალტე უნივერსიტეტი (საქართველო).

 

2026–2027 წლებში დაგეგმილი სამი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე სწავლა-სწავლების პროცესზე, კურიკულუმების განვითარებაზე, შეფასების სისტემებზე, აკადემიურ კეთილსინდისიერებასა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე.

 

თემატურ სამუშაო ჯგუფში ალტე უნივერსიტეტს წარმოადგენენ:

  • ირმა გრძელიძე - ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით;
  • ნინო ალავიძე - ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი;
  • მოჰამად სვიდანი - კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.

 

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტი ევროპელ პარტნიორებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის, კურიკულუმების განვითარების და სტუდენტთა ჩართულობის მიმართულებით. ამავდროულად, უნივერსიტეტი გაეცნობა პარტნიორი ინსტიტუციების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ინსტიტუციური განვითარების პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს.

 

EUA Learning & Teaching Thematic Peer Groups წარმოადგენს თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც ევროპულ უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, გააზიარონ სწავლებისა და სწავლების თანამედროვე პრაქტიკა, ერთობლივად იმუშაონ საერთო გამოწვევებზე და შეიმუშაონ რეკომენდაციები ევროპული უმაღლესი განათლების განვითარებისთვის.

 

სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეჯამდება ერთობლივ ანგარიშში, რომელიც საფუძვლად დაედება EUA-ს რეკომენდაციებსა და 2028 წლის European Learning & Teaching Forum-ის დისკუსიებს.

alte-universiteti-evropis-universitetebis-asotsiatsiis-eua-tematur-samushao-jgufs-sheuertda