ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიური ფორუმი (EQAF) 2024 წელს ნიდერლანდებში, ტვენტეს უნივერსიტეტში გაიმართა, რომელიც ეხებოდა თემას: „განათლების, კვლევისა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება ხარისხის უზრუნველყოფის გზით”.
ფორუმს ალტე უნივერსიტეტის შეფასების სამსახურის უფროსი, ლაშა მაჭარაშვილი ესწრებოდა, რომელმაც საკონფერენციო მოხსენება სახელწოდებით: „Building Cooperation Culture with Industry in Institutional Reviews: Case of Georgia” წარადგინა.
მოხსენება ეხებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე ინსტიტუციურ შეფასებებში დამსაქმებელი ექსპერტების ჩართულობის გამოცდილებას საქართველოში. ამასთან ერთად, განხილული იყო ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები.
სესიას ესწრებოდნენ უმაღლესი განათლების პროფესიონალები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა თავიანთი გამოცდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და განიხილეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში.
